,,შეშლილი ჩაის სმა“ ლია ბაგრატიონის დაკვირვების ობიექტია ჩაის სმის რიტუალზე, რომელიც, მშვიდ ატმოსფეროსთან ასოცირდება და არაფერი აკავშირებს შეშლილობასთან. ამიტომ, სახელწოდება „შეშლილი ჩაის სმა“, საწყისშივე აბსურდულია. 29 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმი თბილისის ისტორიის მუზეუმი, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ფარგლებში, ლია ბაგრატიონის ნამუშევრების გამოფენას „შეშლილი ჩაის სმა“ უმასპინძლებს. ლია ბაგრატიონი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელიც განავითარებს ტრადიციულ ცოდნაზე დაფუძნებულ ოსტატობას, ითვისებს ნოვაციებს და იყენებს ნებისმიერ დარგობრივ საშუალებას. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სამდღიანი ვორქშოფი უცხოელ კოლეგებთან ერთად: ალექსანდრე პერე, მანუელ კანუდა ალექსანდრა ელეონორა ენგელფრიტი; მრგვალი მაგიდა და კატალოგის პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში, დამთვალიერებელი გაეცნობა, ლია ბაგრატიონის მრავალმხრივი შემოქმედების ამსახველ გამოფენას, ფილმსა და კატალოგს.
სტუმარი: ლია ბაგრატიონი – ხელოვანი