პიკის საათი - „ზღვას ვევედრები“
პიკის საათი - „ზღვას ვევედრები“

21 ნოემბერს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ხალიდ ჰოსეინის ახალი წიგნის წარდგენა შედგება. „ზღვას ვევედრები“ ავტორს სამი წლის სირიელი ლტოლვილი ბიჭუნას, ალან ქურდის, ამბავმა შთააგონა. ბიჭუნა, რომელიც ოჯახთან ერთად ცდილობდა, უსაფრთხოება ევროპაში ეპოვა, 2015 წლის 2 სექტემბერს ხმელთაშუა ზღვაში დაიხრჩო.
ალანის სიკვდილის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, კიდევ უამრავი ადამიანი ეცადა ნავებით ზღვის გადაკვეთას; მათგან 4176 კაცი დაიღუპა ან დაიკარგა.
წიგნი ეძღვნება ომსა და ეთნიკურ დევნას გამოქცეულ ათასობით ლტოლვილს, რომლებიც ზღვამ იმსხვერპლა.

სტუმარი: მაია კუდავა – გამომცემლობა „არტანუჯის“ ხელმძღვანელი.