- ლამპრობის რიტუალი სვანეთში ყოველწლიურად ტარდება და ამ დღისთვის სვანები განსაკუთრებულად ემზადებიან. მანამდე ლამპრობა მთელ საქართველოში გავრცელებული ტრადიცია იყო. თუმცა, რიტუალმა პირვანდელი სახე მხოლოდ სვანეთში შეინარჩუნა. ტრადიციის მიხედვით ტრადიციული სარიტუალო კერძებიც მზადდება და ამ დღეს ღმერთს მიცვალებულების იმქვეყნიურ კეთილდღეობას სთხოვენ. ლამპრობა სვანეთში ულამაზეს სანახობას ქმნის. თოვლი, სიცივე, დათოვლილი მთები და ქათქათა თოვლში არეკლილი ყვითელი ცეცხლი, იმ უნიკალურ ტრადიციებს გვაზიარებს, რომელიც ამჟამად გაქრობის პირასაა.
რესპონდენტი: ეთერ მჭედლიანი – ისტორიკოსი;სვანეთის მკვიდრი; პაატა ბლიაძე, ნინო აბულაძე – მოგზაურები
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: