„ეს რკინა ისთე დავგრიხე, ვით მოზელილი თასმაო. მაყურებელი გაკვირდა, უყურეთ კოსტამ რა ქნაო“ – ამბობენ, რომ ამ სიტყვების ავტორი იეთიმ გურჯია. ამავე ლექსით სრულდება გამოცემა, რომელშიც კოსტა მაისურაძის ცხოვრების ამსახველი უცნობი ეპიზოდებია შესული. ისტორია აღდგენილია უცნობი ავტორის მიერ შედგენილი ხელნაწერის საფუძველზე.
სტუმრები: დალი ნიკოლაიშვილი – ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის გამგე,
ავთანდილ უჯმაჯურიძე – ისტორიკოსი, წიგნის რედაქტორი.
წამყვანები: ეკა ტალახაძე და გიორგი სუხიტაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: