გამოვიდა მანანა ქუთათელაძის წიგნი „კათოლიკობა საქართველოში: ლათინური წესი.“ წიგნი ეძღვნება კავკასიაში ლათინური წესის კათოლიკე ეკლესიის მოღვაწეობას საუკუნეების განმავლობაში. ნაშრომში აღწერილია ის 190 კათოლიკური ტაძარი, რომლებიც საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, საფრანგეთის, რუსეთის, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და რომელთა მშენებლობა თუ საქმიანობა უკავშირდება ქართველ ან საქართველოში მოღვაწე კათოლიკეებს. გამოცემაში წარმოჩენილია იმ სასულიერო და საერო პირთა ვინაობაც, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ საქართველოს პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში.
სტუმრები: მანანა ქუთათელაძე – წიგნის ავტორი. ჟოზე აველინო ბეტანკური – წმინდა საყდრის (ვატიკანის) ელჩი საქართველოში, არქიეპისკოპოსი. მამა აკაკი ჭელიძე – ხიზაბავრის რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: