პიკის საათი - კამპანია „კაცები ზრუნავენ“ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეა
16 ნოემბერს კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ქართველი წარმომადგენელი საერთაშორისო კონფერენციაში – WLGH2021 მიიღებს მონაწილეობას, სადაც უცხოელ კოლეგებს ზრუნვის ინოვაციურ მიდგომებს და კამპანიის შესახებ ინფორმაციას გაუზიარებს.
„საქართველოში უცხოური გამოცდილების გაზიარების არაერთი ფაქტია. მგონი, დადგა დრო თავად შევთავაზოთ მსოფლიოს ის, რაზეც ასე აქტიურად ვიმუშავეთ წლების განმავლობაში“ – ამბობს კამპანიის ,,კაცები ზრუნავენ“ დამფუძნებელი მირიან ჯუღელი.
კონფერენციას WLGH2021, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით 2700 მონაწილე დაესწრება, ბილ და მელინდა გეითსების ფონდის პრეზიდენტი ანიტა ზაიდი გაუძღვება. ეს კი სათანადო აუდიტორიაა საიმისოდ, რომ კონფერენციის ქართველმა მონაწილემ წარადგინოს 7 წლის წინ ერთი პატარა სტუდენტური პროექტით დაწყებული კამპანია „კაცები ზრუნავენ,“ რომელიც აქტიურად აღნიშნავს მამის დღეს, აქვს მამების ჯგუფი და მამებისა და შვილების საფეხბურთო ტურნირი „მამების თასი.“
სტუმარი: მირიან ჯუღელი – კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ დამფუძნებელი
წამყვანი: ნიკა ლობოლაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: