11 დეკემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ამერიკელი კონტრაბასისტი და კომპოზიტორი, ლეგენდარული მსახიობის და რეჟისორის კლინტ ისტვუდის შვილი კაილ ისტვუდი კვინტეტთან ერთად გახსნის სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „თბილისი-რიტმს“.
კაილ ისტვუდმა თავისი მეორე გატაცება – კინოს სიყვარული, ნათლად წარმოაჩინა მამის მიერ გადაღებული ფილმებისთვის შექმნილი ორი გენიალური საუნდტრეკით. მისი კინო მუსიკაა ფილმებში: Invictus, Gran Torino, Letters from Iwo Jima, Million Dollar Baby, Regarding Henry, The Rookie.
თავის ახალ პროექტში – Cinematic, რომელიც ჯაზმენის ბოლო ალბომის სახელიც არის, კაილ ისტვუდი მუსიკალური ჯგუფის წევრებთან ერთად ცოცხალი შესრულებით წარადგენს Bullitt-ის, Taxi Driver-ის, The Windmills of Your Mind, The Pink Panther-ისა და Skyfall-ის ორიგინალურ პარტიტურებს და „გრანტორინოსთვის“ შექმნილ საკუთარ კომპოზიციას.
სტუმარი: ანი ლაღიძე – კომპანია „ტაგისარტს“-ის გენერალური დირექტორი, სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „თბილისი რიტმის“ დამფუძნებელი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: