,,დღის განმავლობაში ცხრა პოსტს განვათავსებ საათნახევრიანი ინტერვალებით – დილის 8 საათიდან ვიწყებ და საღამოს 8 საათისთვის მოვრჩები“ – ლევან ბრეგაძე სოციალურ ქსელში დაანონსებული ამგვარი ინტერაქციით აღნიშნავს ქართველი მწერლის, დრამატურგისა და ესეისტის ჯემალ ქარჩხაძის დაბდებიდან 85-ე წელს.
საყურადღებოა, რომ ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედების მიმართ მკითხველის ინტერესი ერთიორად გაიზარდა სწორედ ლევან ბრეგაძის დაწერილი წერილით „იდუმალი ბრძოლა“, რომელიც გაზ. „ლიტერატურულ საქართველოში“ 1980 წლის 24 ოქტომბერს დაიბეჭდა.
სატელეფონო ჩართვა: ლევან ბრეგაძე – ლიტერატურის კრიტიკოსი
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: