20 დეკემბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია – „ისრაელი 70 წლის“. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაბთაიცური, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
სტუმარი: იაკობ ოფირი – მკვლევარი, წლების მანძილზე ორგანიზაცია „სოხნუთის“ თავმჯდომარე.