2019 წლის 14 ივლისს მსახიობ ირაკლი უჩანეიშვილის დაბადებიდან 90 წელი შესრულდება. ჩანაწერში მსახიობის მიერ შესრულებულ როლებსა და სიმღერებზეა აქცენტი. მოუსმენთ ირაკლი უჩანეიშვილის ქალიშვილს, რომელიც ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს და რაც ყველაზე მთავარია – კიდევ ერთხელ გვექნება მცდელობა, რომ ქართულ ინტერნეტსივრცეში შეცდომით მინიშნებულ თარიღზე გავამახვილოთ ყურადღება.
მსახიობი ირაკლი უჩანეიშვილი დაიბადა 1929 წლის 14 ივლისს!
სატელეფონო ჩართვა შვეიცარიიდან: ხათუნა უჩანეიშვილი – ირაკლი უჩანეიშვილის ქალიშვილი.
წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.