პიკის საათი - კლასიკა ქველმოქმედებისათვის
პიკის საათი - კლასიკა ქველმოქმედებისათვის

12 ივნისს, ერთობლივი პროექტის „PERFORMERS FROM OLDEST NATIONS“ ფარგლებში, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას სტუმრად ეწვევა იერუსალიმის მუსიკისა და ცეკვის აკადემიის (JAMD) წარმომადგენლობითი დელეგაცია. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში, გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი და გამოფენა გაყიდვა. ღონისძიებას დაესწრება იერუსალიმის მუსიკისა და ცეკვის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი მიხაელ კლინგოფერი, რომელიც ხელს მოაწერს ორ უმაღლესშორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.  ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ისრაელის აკადემიის ხუთი სტუდენტი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ყოფილი ონკოპაციენტი მხატვრების ნამუშევრები: გვანცა აფხაიძე, ირმა სვანიძე, თეონა აბზიანიძე, სოფია მაჩალაძე.

ატუმარი: ალექსანდრე ჟულაყიძე – პიანისტი; პროექტის ხელმძღვანელი.

წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.