პიკის საათი - „ეს ჩემი საქართველოა“
პიკის საათი - „ეს ჩემი საქართველოა“

„პიკის საათის“ სტუდიას სტუმრობს ცნობილი ჟურნალისტი, ფოტოჟურნალისტი, მოგზაური, სახელმწიფო პრემიის, „ოქროს ფრთისა და პირველი ქართველი ფოტოგრაფის ალექსანდრე როინაშვილის პრემიის ლაურეატი ბადრი ვადაჭკორია. იგი 17 საავტორო ალბომის გამომცემელი და 12 ფოტოალბომის ავტორი ციკლიდან: „ჩემი საქართველო.“ მასვე ეკუთვნის ღია ბარათების 40-მდე კრებული. ბადრი ვადაჭკორიას პერსონალური გამოფენები აქვს გამართული პარიზში, რომში, ხარკოვში, ვარშავაში, სეულში, ასტანაში, მეხიკოში და ათენში.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.