საქართველოს ახალგაზრდა მეწარმეთა ორგანიზაციის ინიციატივით 28 მარტიდან თბილისის ტექნოპარკში ინოვაციების კვირეული მეორედ გაიმართება. წელს მასში 14-დან 25 წლამდე ასაკის 50-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. ისინი სამი დღის განმავლობაში კომპეტენტური ჟიურის წინაშე ინოვაციური იდეებით წარდგებიან.
რუბრიკის სტუმრები: ანა ბზიკაძე – ევროპული სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, ნიკა შარვაშიძე და თაკო მიხელაშვილი – გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მე-10 კლასის მოსწავლეები
ავტორი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: