პიკის საათი - ინტერფეისი - ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკი სკოლის მოსწავლეებისათვის
7-13 სექტემბერს ბათუმში საქართველოს 100 სკოლის უფროსკლასელი ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკში შეიკრიბება საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერების აქტუალური საკითხების გასაცნობად და საწყისი ცოდნის მისაღებად ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში, რაც მათ STEAM მიმართულებით კარიერის არჩევაში დაეხმარება.
რუბრიკის სტუმარი: მარიამ შარანგია – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
ავტორი: სოფო გოდუაძე.