ჟაუტიკოვის რიგით მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა 16 მედლის მოპოვება შეძლეს (3 ოქრო, 5 ვერცხლი, 8 ბრინჯაო). ოლიმპიადაზე, რომელსაც ტრადიციულად ყაზახეთი მასპინძლობს, წელს 21 ქვეყნის 600-მდე უფროსკლასელი მონაწილეობდა. ისინი ერთმანეთს გუნდურ და ინდივიდუალურ კატეგორიებში მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში ეჯიბრებოდნენ.
რუბრიკის სტუმარი – ზაზა გამეზარდაშვილი – ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების თანალიდერი, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, ჟაუტიკოვის ოლიმპიადის ჟიურის ერთ-ერთი წევრი.
ავტორი – სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი – ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: