ავანტიურისტი, თუ გამბედავი ინტელექტუალი?
წარმატების გარანტი – კაპიტალი, თუ კაპიტალის სწორად გამოყენების უნარი და შეუპოვრობა?
სად არის ილონ მასკი, დედის, მეი მასკის ავტობიოგრაფიულ წიგნში: „ქალი ისახავს მიზანს: რჩევები თავგადასავლებით, სილამაზითა და წარმატებით აღსავსე ცხოვრებისთვის“?
მსოფლიოს ოც ქვეყანაში გამოცემული და ბესტსელერად ქცეული წიგნის 72 წლის ავტორი მეი მასკი მსოფლიო მასშტაბის სუპერმოდელი, ლიცენზირებული დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგი და სპიკერია. მისი ფოტოები ხშირად იბეჭდება ისეთ ცნობილ ჟურნალებში და მათ გარეკანებზე, როგორებიცაა: Vanity Fair, Vogue, Cosmopolitan, Marie Claire, Allure და New York Magazine.
მეი კანადაში დაიბადა, სამხრეთ აფრიკაში იზრდებოდა, ახლა კი ლოს-ანჯელესში, თავის შვილებთან ახლოს ცხოვრობს. ის სამი წარმატებული შვილის დედა და უკვე თორმეტი შვილიშვილის ბებიაა.
სატელეფონო ჩართვა: გიორგი არონია – წიგნის მთარგმნელი; პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრი (IE University დამთავრებული აქვს); Forbes Georgia-ს ბლოგერი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: