პიკის საათი - „იდენტობა“ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი
პიკის საათი - „იდენტობა“ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი

2019 წლის 15 სექტემბერს ქალაქ თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი იმართება. ფორუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას ისახავს მიზნად. ფორუმზე ჩამოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ საგამოფენო სივრცეები,  მიიღონ მონაწილეობა მასტერკლასებში, გაეცნონ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრეზენტაციებს. კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი მოიცავს სანახაობრივ და გასართობ პროგრამასაც: სახელოვნებო და შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენებს, სპორტულ ასპარეზობებსა და დასკვნით ნაწილში – საესტრადო კონცერტს.

მომავალში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ქვეყნის ყველა რეგიონში მოეწყობა.

სატელეფონო ჩართვა: ნიკოლოზ ანთიძე – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.