პიკის საათი - „იდენტობა“ - რელიგიური და ისტორიული კვალი უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე
– კლდის ძეგლების კონსერვაციისა და მართვის გეგმების დახვეწის პროცესში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო პეტრას არქიტექტურული კომპლექსის რესტავრაციისა და მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მაგალითზე იხელმძღვანელებს. იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ვიზიტად მყოფი სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფ უნიკალურ კომპლექსს სტუმრობდა.
– უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე რელიგიური და ისტორიული კვალის სამეცნიერო შესწავლა სააგენტოს ახალ სტრატეგიულ მიმართულებად ყალიბდება. კვლევითი სამუშაოები მიმდინარე წელს იორდანიის სამეფოსთან ერთად ისრაელშიც წარიმართება, სადაც ქ. იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბირ-ელ-ყუტის მონასტერში საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლას ქართულ-პოლონურ-ებრაული სამეცნიერო ჯგუფები განახორციელებენ.
რუბრიკას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე უძღვება.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.