პიკის საათი - „იდენტობა“
პიკის საათი - „იდენტობა“

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფი იორდანიაში ქართული ისტორიული და რელიგიური კვალის ძიების დაწყების შესაძლებლობებს განიხილავს. იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის სამინისტროს სიძველეთა დეპარტამენტის გენერალურ მდივანთან – იაზიდ ელაიანთან საქმიან შეხვედრებს სააგენტოს გენერალური დირექტორი – ნიკოლოზ ანთიძე უწყების თანამშრომლებთან და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – ზაზა კანდელაკთან ერთად მართავს. მხარეებს შორის დარგობრივი მოლაპარაკებები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის პლატფორმის შემუშავებას ისახავს მიზნად.

სტუმარი: ბექა ბარამიძე – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.