– საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები,იმერეთის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის საკითხების მიმართ ზოგადი სამოქმედო პრინციპების შეთანხმებისა და დახვეწის მიზნით, რეგიონის ადმინისტრაციას და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ხვდება.
– საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით გრძელდება ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები, რომლის დასრულებაც 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.
სატელეფონო ჩართვა: ნიკა ანთიძე – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.