ესტონეთის ეროვნული მუზეუმის, ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ინიციატივისა და ორგანიზების საფუძველზე ტალინის მუზეუმი „მიკელი“ 23 მარტიდან 20 აგვისტომდე ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. ექსპოზიცია ეროვნული სააგენტოს მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის მუზეუმში დაცულ სრულ კოლექციასა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კუთვნილ სამფერწერულ ტილოს მოიცავს.
სატელეფონო ჩართვა ტალინიდან: ნიკა ანთიძე – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი.
წამყვანი: ლანა ბლიაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.