პიკის საათი - „იდენტობა“ - ელექტრონული მუსიკა კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისათვის
პიკის საათი - „იდენტობა“ - ელექტრონული მუსიკა კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისათვის

საქართველოს კულტურული მემკვიდროების უძრავი ძეგლების საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებისა და ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების რეალიზების მიზნით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კომპანია „არტ-ფაბრიკასთან“ პარტნიორობას იწყებს. გრძელვადიანი სათანამშრომლო პროექტი ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალურ-გამომსახველობითი პროდუქტის სინთეზის მეშვეობით ქვეყნის ღირსშესანიშნავი არქიტექტურული და ე.წ. კლდის ძეგლების მსოფლიო საზოგადოებისთვის თვალსაჩინოდ წარმოჩენას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე უფლისციხესა და სამშვილდის ნაქალაქარზე უკვე მომზადდა ე.წ. DJ სეტის 2 ვიდეო, რომელთაც გლობალურ ინტერნეტ და სოციალურ ქსელში განთავსების შედეგად დიდი პოპულარობა ჰპოვეს.

სტუმრები: ბექა ბარამიძე – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი,

თამაზ ორაშვილი – „არტ ფაბრიკას“ დირექტორი.

წამყვანები: ეკა ტალახაძე და გიორგი სუხიტაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

 

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: