რუბრიკა ეძღვნება ცნობილი ქართველი არქეოლოგის, ემერიტუს-პროფესორის, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის გურამ ლორთქიფანიძის ხსოვნას. შეგახსენებთ, რომ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან არქეოლოგიურ პროექტებთან ერთად გურამ ლორთქიფანიძე, წლების განმავლობაში, ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო.
რუბრიკას უძღვება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე.