პიკის საათი - იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია
16 დეკემბერს მწერალთა სახლში იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. პრემიები გაიცა შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო პოეტური წიგნი, საუკეთესო პროზაული წიგნი, საუკეთესო დებიუტი,, საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი, საუკეთესო საბავშვო დრამატურგია, საუკეთესო თარგმანი, საბავშვო–საყმაწვილო ინოვაციური პროექტი. გაიცა ასევე პრემია საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის ყოველწლიური პრემია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2017 წელს დააარსა.
პრემიის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კუტურისა და სპორტის სამინისტრო.
სტუმრები: ნინო ბექიშვილი – მწერალთა სახლის ლიტერატურული და სამოქალაქო განათლების პროექტების მენეჯერი; ვასილ გულეური – მწერალთა სახლის ლიტერატურული და სამოქალაქო განათლების პროექტების კოორდინატორი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი; ნინო ჩხიკვაძე – იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: