- „გურამმა სათქმელი ისე თქვა, რასაც ცენზურა ვერ მოედავებოდა. მთავარი იყო მნახველს სტრიქონებს შორის დამალული სიმართლის წაკითხვა შეძლებოდა“ – გურამ წიბახაშვილი.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში (1918-1921 წლებში), ქართველ ფოტოგრაფებს უცხოეთში კარგად იცნობდნენ, რაც საბჭოეთის პირობებში ცენზურას დაექვემდებარა და შემოქმედებაც გაქრა. გურამ თიკანაძე პირველი ქართველი საბჭოთა ფოტოგრაფი იყო, რომელმაც საკუთარი ნამუშევრების უცხოეთში გატანა შეძლო. ამის დასტურია ჩეხეთში გამომავალი ჟურნალი „ფოტორევიუ“, რომელიც 1961 წელს გამოაქვეყნებს გურამ თიკანაძის ფოტოს „ტკბილი ნესვი“. გავა რამდენიმე წელი და იგივე ჟურნალი მთელ ევროპას აუწყებს ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის ტრაგიკულად დაღუპვას.
- 8 მაისს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გურამ თიკანაძის გამოფენას „სხვა საბჭოთა ადამიანი“მასპინძლობს.
სტუმარი: გურამ წიბახაშვილი – ფოტოგრაფი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: