პიკის საათი - გორის ქალთა კამერული გუნდის ხმა მთვარეზე
პიკის საათი - გორის ქალთა კამერული გუნდის ხმა მთვარეზე

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს – NASA – National Aeronautics and Space Administration-ის, კომპანია SpaceX-ის და Astrobotic Technology-ის მხარდაჭერით კორპორაცია Incandence Corp-მა შექმნა ციფრული არქივი, სახელწოდებით Lunar Codex (იდეის ავტორი Dr. Samuel Peralta), რომელიც მთვარეზე გაიგზავნება. არქივი მსოფლიოს 90 ქვეყნიდან ხელოვანების სხვადასხვა ნამუშევარს გააერთიანებს. მათ შორის გორის ქალთა კამერული გუნდი შეირჩა.

გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელის, თეონა ცირამუას  გადაწყვეტილებით  პროექტისთვის გაგზავნილია სამი ნამუშევარი: ორი ნაწარმოები- „ეგზერსისი“ და „ლაშარის გზაზე“ ეკუთვნის იოსებ კეჭაყმაძეს,  ხოლო მესამე – ქართული (აფხაზური) ხალხური სიმღერა „ვარადო“ (სოლისტები თ. ცირამუა, თ. პავლიაშვილი).ყველა ეს ნამუშევარი  II კაფსულაში მოთავსდება და მთვარეზე 2024 წელს დაჯდება.

სატელეფონო ჩართვა: თეონა ცირამუა – გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

პიკი