წმ. ნინოს ხსენების დღეს გარდაიცვალა. ეს წმინდანი გამორჩეულად ყვარებია. ათონის მთაც ხელში წმინდა ნინოს ჯვრით მოულოცავს!
– ფრაგმენტები ეკა ხითარიშვილის სიუჟეტიდან:
„მადლიერი ვარ მისი და მისი ცხოვრების! ახლა უკვე ზუსტად ვიცი, როგორი უნდა იყოს გზა, რასაც გავუყვებით“ – ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი დათო ცინცაძე.
„აქაურობას არავინ გამოეკერება, მაგრამ გული დამწყდა, ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო!“ – მაესტრო თემურ ქევხიშვილი.
„ბევრს ვმუშაობდით. თურმე, უნდოდა, რომ ცხოვრების არა მხოლოდ ერთ რომელიმე ეტაპზე გვემღერა, არამედ პროფესიონალები დავმდგარიყავით“ – ანსამბლ „ქალგულოს“ წევრი ნინო ბიბილური.
„გომარს რეზო თაბუკაშვილის ლექსით გამოვემშვიდობები – „მშვიდობას ვეტყვი, მალე, ქართულ ზეცის საფირონს და მცირე ტალღად შევერწყმები ზღვას უნაპიროს…“ – მაესტრო რამინ მიქაბერიძე.
– ფრაგმენტები გიორგი სუხიტაშვილის, თიკა მახალდიანისა და თბილისის ბიგ ბენდის გომარ სიხარულიძესთან თანამშრომლობიდან.
– ფრაგმენტი „ხაზის რადიოს“ 2012 წლის 28 მარტის გადაცემიდან (ავტორები ლალი სეთურიძე და ეკა ტალახაძე). მღერის სამი მაესტრო – გომარ სიხარულიძე (პირველი ხმა), თემურ ქევხიშვილი (მეორე ხმა) და ანზორ ერქომაიშვილი (ბანი)
წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: