პიკის საათი - გომარ სიხარულიძის გზა
პიკის საათი - გომარ სიხარულიძის გზა

წმ. ნინოს ხსენების დღეს გარდაიცვალა. ეს წმინდანი გამორჩეულად ყვარებია. ათონის მთაც ხელში წმინდა ნინოს ჯვრით მოულოცავს!

– ფრაგმენტები ეკა ხითარიშვილის სიუჟეტიდან:

„მადლიერი ვარ მისი და მისი ცხოვრების! ახლა უკვე ზუსტად ვიცი, როგორი უნდა იყოს გზა, რასაც გავუყვებით“ – ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი დათო ცინცაძე.

„აქაურობას არავინ გამოეკერება, მაგრამ გული დამწყდა, ჯერ კიდევ  ბევრი რამის გაკეთება შეეძლო!“ – მაესტრო თემურ ქევხიშვილი.

„ბევრს ვმუშაობდით. თურმე, უნდოდა, რომ ცხოვრების არა მხოლოდ ერთ რომელიმე ეტაპზე გვემღერა, არამედ პროფესიონალები დავმდგარიყავით“ – ანსამბლ ქალგულოს“ წევრი ნინო ბიბილური.

გომარს რეზო თაბუკაშვილის ლექსით გამოვემშვიდობები – „მშვიდობას ვეტყვი, მალე, ქართულ ზეცის საფირონს და მცირე ტალღად შევერწყმები ზღვას უნაპიროს…“ – მაესტრო რამინ მიქაბერიძე.

– ფრაგმენტები გიორგი სუხიტაშვილის, თიკა მახალდიანისა და თბილისის ბიგ ბენდის გომარ სიხარულიძესთან თანამშრომლობიდან.

– ფრაგმენტი „ხაზის რადიოს“ 2012 წლის 28 მარტის გადაცემიდან (ავტორები ლალი სეთურიძე და ეკა ტალახაძე). მღერის სამი მაესტრო – გომარ სიხარულიძე (პირველი ხმა), თემურ ქევხიშვილი (მეორე ხმა) და ანზორ ერქომაიშვილი (ბანი)

წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: