პიკის საათი - გოგონათა ცენტრი
პიკის საათი - გოგონათა ცენტრი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი” უკვე მეოთხე წელია „გოგონათა კლუბის“ პროგრამას ახორციელებს. პროგრამა მედიაციის სახლში მიმდინარეობს. მისი მიზანია გოგონებში ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მათ ჯანსაღ, ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს,ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 14 წლამდე და 14-18 წლის მოზარდებს ეთმობა.

სტუმარი: თათია ხოჭოლავა – იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი