13 ოქტომბერს, 15:00 საათზე, მუშტაიდის პარკში, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, აქცია-კონცერტი გაიმართება. პროექტის მიზანი ძალადობის მსხვერპლი ადამიანებისთვის სახელმწიფო ცხელი ხაზის ნომრის პოპულარიზაციაა. შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში პირველი კონცერტი ბათუმში 30 აგვისტოს ჩატარდა.
სტუმრები: მერი მაღლაფერიძე – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწუფო ფონდის დირექტორი,
მაია ბარათაშვილი და გიორგი სუხიტაშვილი – კონცერტის წამყვანები,
ლაშა ბაშარული – კომპანია„გლობალ არტის“ დირექტორი.