თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს ქართული პანორამის ფარგლებში განსაკუთრებით საინტერესო და მრავალფეროვანი ფილმებია წარმოდგენილი. მათ შორის ერთ-ერთია რეჟისორ გიგა ლიკლიკაძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „ღორი“, რომლის სიუჟეტი რეალურ ისტორიას ეფუძნება. ეს არის ამბავი ბიჭზე, რომლის გამტაცებლებიც მშობლებს გამოსასყიდის სახით ჯერ 300 ლარს, შემდეგ კი ღორს სთხოვენ.
გიგა ლიკლიკაძის სადებიუტო ნამუშევრის მსოფლიო პრემიერა კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.
სტუმარი: გიგა ლიკლიკაძე – რეჟისორი.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: