24-27 ივნისს მწერალთა სახლი ბერლინის ლიტერატურის სახლთან Lettrétage თანამშრომლობითა და UNESCO-ს პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ხელშეწყობით ატარებს გერმანულენოვანი ქვეყნებისთვის ონლაინ ლიტერატურულ ფესტივალს „საქართველოს პირველი რესპუბლიკა – 1918-1921. ისტორია. ლიტერატურა. ხელოვნება“.
ლიტერატურული ფესტივალი ეძღვნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში მიმდინარე ლიტერატურულ, კულტურულ და პოლიტიკურ პროცესებს, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, 1921 წლის რუსული ოკუპაციიდან 100 და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვებიდან 30 წლისთავს. პროგრამაში ქართველი და გერმანელი მწერლები, გამომცემლები, მხატვრები, მსახიობები, მუსიკოსები, ლიტერატურის კრიტიკოსები, მეცნიერები, ჟურნალისტები და შეფ-მზარეულები მონაწილეობენ.
სატელეფონო ჩართვა: მაიკო დანელია – მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილე.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: