პიკის საათი - გაზეთი „შანსი“ 30 წლისაა!
პიკის საათი - გაზეთი „შანსი“ 30 წლისაა!

„1989 წლის 2 დეკემბერს, გამოდის თავისუფალ გაზეთ შანსის“ 4 გვერდიანი, ნული ნომერი(!)…
წარმოუდგენელი რამ ხდება, გამომცემელი და მთავარი რედაქტორი ხდება ის თავზეხელაღებული ბიჭი, რომელმაც ერთი წლით ადრე, 1988 წლის ნოემბერს, საბჭოთა საქართველოს გაზეთების მასობრივი გაფიცვა მოაწყო….

„ჩვენ მდიდრები ვართ, გულიანები, ნოდარ ტაბიძის სკოლის შეგირდები, თავისუფლების კუნძულიდან, რომელსაც დიდი მაესტრო, „შანსს“ ეძახდა…“ – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე და კოლეგებს გაზეთ „შანსის“ ნულოვანი ნომრის გამოცემიდან 30-ე საიუბილეო წელს ულოცავს.

სატელეფონო ჩართვა: გოგიტა მელიქიძე – ჟურნალისტი.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: