მოძრაობა „არა ბარბარიზმების“ ფარგლებში, ახალი სასწავლო წლიდან, ორი კონკურსის გამოცხადება იგეგმება.
– „შექმენი შენი ტერმინი“ საქართველოში ტერმინოლოგიური მუშაობის გააქტიურებას ისახავს მიზნად. კონკურსის ფარგლებში,ყოველ წელს შეირჩევა ერთი კონკრეტული დარგი და ახალგაზრდებს დარგის ტერმინოლოგიური ბარბარიზმების შესატყვისი ფორმების მოძებნა დაევალებათ. საუკეთესოდ შექმნილი ქართული ტერმინოლოგია შევა ლექსიკონში და თითოეულ ტერმინს თავისი ავტორი ეყოლება ლექსიკონის გვერდზე.
– „დააბრუნე ქართულ ენაში შენი სიტყვა“ სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. კონკურსის მიზანი მივიწყებული ქართული სიტყვების ენაში დაბრუნებაა.
სტუმარი: თინათინ მარგალიტაძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის პროფესორი, ლექსიკოგრაფი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.