ის, რომ, ხანდახან, ცხოველთა სამყაროში, უცნაურზე უცნაური ამბები ხდება, ეს ამბავიც დაგარწმუნებთ. რამდენიმე დღის წინ, მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბისში, ვალერი მერაბაშვილმა დასუსტებული ბატკანძერი იპოვა, რომელსაც ფრენა არ შეეძლო. ფრინველის დასახმარებლად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიმართა. აღმოჩნდა, რომ ბატკანძერს გადაყლაპული ჰქონდა საკანცელარიო დანა, რისთვისაც საჭირო გახდა საკმაოდ რთული ოპერაციის ჩატარება.
ამ ამბავმა ცხოველებისადმი ადამიანების ჰუმანური დამოკიდებულების სხვა ფაქტების მოძიების სურვილი აღძრა, რასაც ჩანაწერში მოისმენთ.
რესპონდენტები: ლუკა ტყემალაძე – თბილისის ზოოლოგიური პარკის მეცნიერ-თანამშრომელი; ანა ლუკიანოვა – აგარარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის მთავარი ვეტერინარი
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: