პიკის საათი - „განათლება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) დედაქალაქში“
დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქის სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების, სახალხო უნივერსიტეტისა და პროფესიული სკოლების ყოველდღიურობის ისტორია, ოფიციალური ქრონიკა და პუბლიცისტიკა – ეს არის ექვსას გვერდიან წიგნი „განათლება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) დედაქალაქში“, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტია.
გამოცემა ორენოვანია (ქართულ-ინგლისური), იგი სტუდენტებს, ისტორიკოსებს, განათლების მკვლევრებსა და თბილისის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს ზედმიწევნით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაში მიმდინარე საგანმანათლებლო პოლიტიკის შესახებ.
წიგნი გამოსაცემად მოამზადეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და გამომცემლობის თანამშრომლებმა.
სტუმარი: გიორგი ჯავახიშვილი – წიგნის შემდგენელი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: