რადიომიკროფონთან მუშაობა ყველა მსახიობს არ გამოსდის, მაგრამ ვისაც გამოსდის, ამ სივრცეს ერთგულებს კიდეც უღალატოდ.
ურთულესი მოცემულობაა, როდესაც მსახიობი მიკროფონთან ისე ოსტატურად განასახიერებს როლს – ისე საუბრობს, ისე ტირის, ისე მღერის, ისე იცინის, ისე ცეკვავს კიდეც, რომ მსმენელი ხედავს! ხედავს და წარმოსახვაში ინახავს გმირებს, რომლებიც ერთ კონკრეტულ ხმასთან ასოცირდება ამ სამყაროში.
- ჩანაწერში მოისმენთ ქართული თეატრისა და კინოს მსახიობ დარეჯან ხარშილაძის იუბილეს გამო შემდგარ დიალოგს, რომელიც 2022 წლის 6 აპრილის საღამოს ეროსი მანჯგალაძის სახელობის რადიოთეატრში შედგა ზურაბ კანდელაკს, ბაკო ხვიჩიასა და ეკა ტალახაძეს შორის.
ავტორი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: