პიკის საათი - ევგენია და ოლგა ორლაი დე კარვების ფოტო მემკვიდრეობა საქართველოში
ფოტოგრაფია მე-19 საუკუნის უდიდეს გამოგონებადაა აღიარებული და მისი გამოგონების თარიღად 1839 წელი ითვლება. საქართველოში კი ხელოვნების ამ დარგის მიმართ ინტერესი მე–19 საუკუნის მიწურულს გაჩნდა და მალევე თბილისში მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოებაც ჩამოყალიბდა. ცოტა ხნის წინ, სამეცნიერო კვლევის ფარგლებში, რომლის მიზანი მე-19-20 საუკუნეების ქალი ფოტოგრაფების აღმოჩენაა, დები ფოტოგრაფების ევგენია და ოლგა ორლაი დე კარვების ისტორიაც მოხვდა, რომლებიც 1870-იანი წლების მიწურულს, ფოტოგრაფიულ საქმიანობას თბილისში ეწეოდნენ.
რესპონდენტი: ნინო ძანძავა – მოძრავი არქივების დირექტორი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: