პიკის საათი - „ერთობის იდეა“ - გერმანიის საელჩოს მიერ დაწესებული ლიტერატურული პრემია
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მიერ დაწესებული ლიტერატურული პრემია „ერთობის იდეა“ 2019-2021 წლებში საქართველოში გამოცემული საუკეთესო ნაწარმოებისთვის გადაეცემა ავტორს, რომელიც ადამიანებსშორის ხელოვნური საზღვრების არსებობასა და ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაზე წერს.
გრძელ სიაში წარდგენილი 33 ავტორიდან მოკლე სიაში მოხვდნენ:
ნინო სადღობელაშვილი, „დაბადების დღე“, ინტელექტი, 2021
ივა ფეზუაშვილი, „ბუნკერი“, ინტელექტი, 2020
ლადო ფოჩხუა, „ენიკი ბენიკი“, ინდიგო, 2020
კონკურსში გამარჯვებული ავტორის ვინაობა 29 სექტემბერს გახდება ცნობილი.
სტუმარი: ჰუბერტ ქნირში – საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი,
ვაკო მაჩაიძე – საქართველოში გერმანიის საელჩოს თარჯიმანი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: