2017 წლიდან, გალობის უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართული გალობის“ ორგანიზებით, ხორციელდება სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, რეგიონებში არსებულ გუნდებთან ადგილობრივი ტრადიციული სიმღერების აღდგენაზე იმუშაონ.
10 ივნისს, თბილისის კონსერვატორიის სცენაზე გაცოცხლდება 1930-იან, 50-იანდა 70-იან წლებში ჭვანის ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერები, რომლებიც დაცულია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტსა და ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის არქივებში.
ანსამბლი „ჭვანა“ 2015 წელს შეიქმნა ადგილობრივი ლოტბარის, ბატონ ტარიელ ბოლქვაძის ინიციატივითა და იმჟამინდელი შუახევის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, ვახტანგ ბერიძის ხელშეწყობით. ანსამბლის პირველი ხელმძღვანელი გახლდათ ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგი ლოლა სურმანიძე.
სტუმარი: ტარიელ ბოლქვაძე – ანსამბლ „ჭვანას“ ხელმძღვანელი,
მაკა მაკარაძე – შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი,
ნინო რეხვიაშვილი – პროექტის მონაწილე სტუდენტი.
წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.