4 და 5 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზი ანსამბლ „ერისიონის“ ახალ შოუ-პროგრამას ეთმობა.
„ერისიონის“ შოუ-პროგრამებს – ლეგენდა თამარზე, ქართული ლეგენდა, ქართული ქარიშხალი და ქართული საგანძური – კარგად იცნობს მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მაყურებელი.
მათ შექმნასა და პოპულარიზებაში დიდი წვლილი შეიტანეს ბატონებმა, ჯემალ ჭკუასელმა და რევაზ ჭოხონელიძემ.
„ერისიონის“ ახალი პროგრამა, რომელიც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმადინ ჭკუასელმა და მთავარმა ქორეოგრაფმა ეკა ჭკუასელმა შექმნეს, ჯემალ ჭკუასელის ხსოვნას ეძღვნება.
სტუმრები: შერმადინ ჭკუასელი – ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი;
ეკა ჭკუასელი – მთავარი ქორეოგრაფი;
ივანე ჩხაიძე – ანსამბლ „ერისიონის“ პროექტებისა და ღონისძიებების ხელმძღვანელი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: