დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ დასრულდა. ფორუმი, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა, მიზნად ისახავდა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.
რესპონდენტები: რატი ბრეგაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი,
ლელა ჟორჟლიანი – პრაღაში კანის უნივერსიტეტის ქართული ენის პროფესორი,
ანაო კრიბელაშვილი – ქალაქ რიგაში საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი,
მანანა მემანიშვილი – იტალიის ქალაქ ბარიში ასოციაცია „ფესვების“ დამფუძნებელი,
მაია სასწრაფოშვილი იორელი – ავსტრიულ-ქართული თეატრის პრეზიდენტი; ევროპის საპატიო მოქალაქე.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.