„ენა არის ის, რაც ყოფს! ენა არის ის, რაც აერთიანებს!“ – ამბობს ცირა ბარბაქაძე, რომელიც სწორედ ქართული ენის პრობლემებზე ყურადღების გამახვილებით ცდილობს საზოგადოებასთან დისკუსიას და რომელიც თვლის, რომ ისეთი პროექტები, როგორიც მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებული სარეზიდენციო პროგრამაა, ავითარებენ ენას, მეცნიერებას და საზოგადოებას.
პროექტის ფარგლებში ცირა ბარბაქაძე, ლექსო დორეული, ირმა ტაველიძე, ნიკოლოზ შენგელია და ალექს ჩიღვინაძე მწერალთა სახლის რეზიდენციაში ცხოვრობდნენ და საზოგადოებისათვის საყურადღებო პუბლიკაციებზე მუშაობდნენ, რომლებიც ჟურნალ „არილის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
სტუმარი: ცირა ბარბაქაძე – მწერალი, ლიტერატურათმცოდნე.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: