„ქართველები არაჩვეულებრივი ხალხია! აღტაცებული ვარ სიკეთით და თავაზიანობით, რაც იქ ვიხილე და რაც ასე იშვიათია ჩვენს დროში… ძალიან მოვიხიბლე. დამატყვევეს!“ – ამბობდა ჟაკ ბრელი (სტილი დაცულია) სატელევიზიო გადაცემა Discorama-ს 1966 წლის ვიდეოინტერვიუში (რომელშიც მომღერალი იხსენებს თავის ტურნეს სსრკ-ში), რომელსაც მის შემოქმედებაზე მუშაობისას, საფრანგეთის „ნაციონალური აუდიოვიზუალური ინსტიტუტის“ (INA) საცავში გადავაწყდი და გადაცემის რეჟისორის, რაულ სანგლას და ბრელის შვილის, ფრანს ბრელის ნებართვით ვთარგმნე – იხსენებს ქართველი მთარგმნელი, რომელიც „პიკის საათის“ მსმენელს მარკიზის კულნძულებზე, პოლ გოგენის მახლობლად დაკრძალული შანსონის დონ კიხოტის ამბავს უყვება.
სატელეფონო ჩართვა პარიზიდან: ბაჩანა ჩაბრაძე – პოეტი; მთარგმნელი.
წამყვანი: გიორგი სუხიტაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: