პიკის საათი - დილა რეგიონში - სამეცნიერო-სამუსიკო ექსპედიცია / ფოთისა და მალთაყვის ტურისტული პოტენციალი / სოფელი ჩიხარეში
პიკის საათი - დილა რეგიონში - სამეცნიერო-სამუსიკო ექსპედიცია / ფოთისა და მალთაყვის ტურისტული პოტენციალი / სოფელი ჩიხარეში

სამეცნიერო-სამუსიკო ექსპედიცია

აჭარის ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტები 12დან 22  ივლისს ჩათვლით ქართველი და უცხოელი პროფესორების დაკვირვების მთავარი ობიექტები იყვნენ. სიუჟეტში მოისმენთ როგორია სამეცნიერო-სამუსიკო ექსპედიციის მიზნები და ამჟამინდელი შედეგები.

რესპონდენტები: ნანა მჟავანაძე – პოტსდამის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ეთნომუსიკოლოგი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ფრენკ შერბაუმი – ექსპედიციის ხელმძღვანელი გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯუმბერ აბაშიძე – ხულოს კულტურის ცენტრის დირექტორი, მაკა მაკარაძე – შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორი, ირაკლი სირაბიძე – ქედის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე და ფოლკლორულ ანსამბლ ელესას ხელმძღვანელი.

ავტორი: ელენე ტუშური.

ფოთისა და მალთაყვის ტურისტული პოტენციალი

მითოლოგიური კუნძული მალთაყვაში! – პროექტი მზადაა, სამუშაოები დაიწყება შემოდგომაზე. ფოთისა და მალთაყვის ტურისტულ პოტენციალზე ბარბარე ბენაშვილს ესაუბრა ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია.

სოფელი ჩიხარეში

ყოველ ორშაბათს, 07:50-ზე, „პიკის საათი“ წარმოგიდგენთ ჩანაწერების ციკლს, „საქართველოს სოფლები“.

ავტორი: ივანე ჯაფარიძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.