პიკის საათი - დილა რეგიონში - საბიბლიოთეკო კვირეულის გამარჯვებულები
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით ჩატარებულ საბიბლიოთეკო კვირეულს რეგიონალური ბიბლიოთეკებიდან 150 სტუმარი ესწრებოდა. ჩატარდა კონკურსი 2017-2018 წლებში აღდგენილი და ახალგახსნილი ბიბლიოთეკებისთვის. კონკურსს 3 გამარჯვებული ჰყავს.
I ადგილი – მცხეთის რაიონის სოფელ ნავაზის ბიბლიოთეკა.
II ადგილი – მარნეულის მთავარი ბიბლიოთეკა.
III ადგილი – ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხის ბიბლიოთეკა.
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტს რუსუდან ასათიანს ბარბარე ბენაშვილი ესაუბრა.
ავტორი: ელენე ტუშური, ზურა კეკელიძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.