პიკის საათი - დილა რეგიონში - საბიბლიოთეკო კვირეულის გამარჯვებულები
პიკის საათი - დილა რეგიონში - საბიბლიოთეკო კვირეულის გამარჯვებულები

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით  ჩატარებულ საბიბლიოთეკო კვირეულს რეგიონალური ბიბლიოთეკებიდან 150 სტუმარი ესწრებოდა. ჩატარდა კონკურსი 2017-2018 წლებში აღდგენილი და ახალგახსნილი ბიბლიოთეკებისთვის.  კონკურსს 3 გამარჯვებული ჰყავს.

I ადგილი – მცხეთის რაიონის სოფელ ნავაზის ბიბლიოთეკა.

II ადგილი – მარნეულის მთავარი ბიბლიოთეკა.

III ადგილი – ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხის ბიბლიოთეკა.

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტს რუსუდან ასათიანს ბარბარე ბენაშვილი ესაუბრა.

ავტორი: ელენე ტუშური, ზურა კეკელიძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.