ქართული ალპინიზმის მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან დაწყებული ისტორია გამორჩეულ ალპინისტებსა და მათ მიერ განვლილ ლეგენდარულ მარშრუტებს აერთიანებს. მიხეილ ხერგიანი ამ ამბის ერთ-ერთი გამორჩეული სახელია.
29-30 ივნისს, იტალიის ქალაქ ბელუნოს ალპინისტთა კლუბში, მიხეილ ხერგიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ღონისძიება გაიმართება.
რესპონდენტები: გივი ქართველიშვილი და ირაკლი გუჯაბიძე – ალპინისტები.
წამყვანები: ელენე ტუშური, ზურა კეკელიძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.