- ჭილაშვილების და ორბელიანების სასახლე ტურისტულ ობიექტებად გადაკეთდება
სულ მალე, დუშეთში მდებარე ჭილაშვილების სასახლე, სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ერთად, ტურისტულ ობიექტად გადაკეთდება. სიუჟეტში მოისმენთ ინფორმაციას ჭილაშვილების ციხე-დარბაზის შესახებ.
რესპონდენტი: ნადა ბიძინაშვილი – დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის გენერალური დირექტორი.
ავტორი: ელენე ტუშური.
იწყება ფოთის თეატრის შენობის რეაბილიტაცია. მიუხედავად ამისა, ახალ სპექტაკლებზე მუშაობა გრძელდება და რაც ყველაზე მთავარია თეატრს ჰყავს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, რამაზ იოსელიანი.
სატელეფონო ჩართვა: თენგიზ ხუხია – ფოთის თეატრის დირექტორი.
საბუკო – საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც გადაშენების პირას მყოფი ფრინველების პოპულაციების შენარჩუნება-გაძლიერებაზე, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაზე და სპეციალისტების მომზადებაზეა ორიენტირებული, რაც საბოლოოდ რეგიონებში ეკოტურიზმს აძლიერებს.
ნათია ჯავახიშვილი – „საბუკოს“ დირექტორი.
ავტორი: ზურა კეკელიძე.