პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში
  • ჭილაშვილების და ორბელიანების სასახლე ტურისტულ ობიექტებად გადაკეთდება

სულ მალე, დუშეთში მდებარე ჭილაშვილების სასახლე, სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ერთად, ტურისტულ ობიექტად გადაკეთდება. სიუჟეტში მოისმენთ ინფორმაციას ჭილაშვილების ციხე-დარბაზის შესახებ.

რესპონდენტი: ნადა ბიძინაშვილი – დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის გენერალური დირექტორი.

ავტორი: ელენე ტუშური.

  • ცვლილებები ფოთის თეატრში

იწყება ფოთის თეატრის შენობის რეაბილიტაცია. მიუხედავად ამისა, ახალ სპექტაკლებზე მუშაობა გრძელდება და რაც ყველაზე მთავარია თეატრს ჰყავს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, რამაზ იოსელიანი.

სატელეფონო ჩართვა: თენგიზ ხუხია – ფოთის თეატრის დირექტორი.

  • საბუკო

საბუკო – საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც გადაშენების პირას მყოფი ფრინველების პოპულაციების შენარჩუნება-გაძლიერებაზე, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაზე და სპეციალისტების მომზადებაზეა ორიენტირებული, რაც საბოლოოდ რეგიონებში ეკოტურიზმს აძლიერებს.

ნათია ჯავახიშვილისაბუკოს დირექტორი.

ავტორი: ზურა კეკელიძე.